საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.
„აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის დადებით დინამიკას. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო მომავალ კვირას დაგეგმილ საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომას, რომელიც კარგი შესაძლებლობაა თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გამოსაკვეთად. ასევე დადებითად შეფასდა იანვრის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.
მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ორი ქვეყნის ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.