აშშ-ში აფროამერიკელ რეპერ Tiny Doo-ს, რომლის ნამდვილი სახელიც ბრენდონ დუნკანი გახლავთ, სამუდამო პატიმრობა ელოდება. ამ ინფორმაციას “სი-ენ-ენ”-ი ავრცელებს.
ტელეარხის ინფორმაციით, კალიფორნიის კანონმდებლობის თანახმად, რეპერს 25 წლიდან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
რეპერს ბრალი კრიმინალურ დაჯგუფებებთან დანაშაულებრივი კავშირისთვის აქვს წაყენებული. პროკურორები ირწმუნებიან, რომ დუნკანმა და დაჯგუფების 14 სხვა წევრმა კრიმინალური ავტორიტეტების სახელი 2013 წელს მოწყობილი ქუჩის შეიარაღებული გარჩევების შედეგად მოიპოვეს.
პროკურორების თქმით, ამის შესახებ მათ ინფორმაცია რეპერის ალბომის „No Safety“-ის ერთ-ერთი სიმღერის ტექსტიდან შეიტყვეს.
ამერიკელი რეპერი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. ის ირწმუნება, რომ სიმღერის ტექსტებში არა საკუთარი, არამედ ზოგადად ქუჩაში არსებული ცხოვრება ასახა. ის ასევე კრიმინალურ სამყაროსთან ნებისმიერი სახის ურთიერთობას უარყოფს.