თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოში კატარის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოში კატარის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუჰამედ ბინ ხამის ნასირ ალ კუვარი მიიღო, რომელმაც დაასრულა თავისი მისია საქართველოში.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და კატარს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ ურთიერთობებს პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში და გამოითქვა იმედი, რომ მიმდინარე წელს არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კატარის ელჩს საქართველოსა და კატარის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები