ბოკერია-ალასანია „მარიოტის“ კაფეში – რაზე ისაუბრეს პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა? – ფოტოკოლაჟი

ბოკერია VS ალასანია – შემთხვევითი შეხვედრა, თუ დაგეგმილი კონსპირაცია, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, რამდენიმე დღის წინ “პარიმტაიმის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც თავის რესპონდენტს „მარიოტის“ კაფეში უნდა შეხვედროდა, ადგილზე მისვლისას ერთ მაგიდასთან მსხდომი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია და პარტიის წევრი ზურაბ აბაშიძე დაინახა. გამოცემის ცნობით, ირაკლი ალასანია ადგილზე აღარ იმყოფებოდა, გიგა ბოკერიამ კი განაცხადა, რომ ისინი ერთ მაგიდასთან არ ისხდნენ და არც არაფერზე უსაუბრიათ.
„ჩვენ გასვენებიდან მოვდიოდით და ყავის დასალევად შემოვედით. ალასანია და ზურა აბაშიძე ყავას სვამდნენ და შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, არაფერზე არ გვისაუბრია, უბრალოდ, მივესალმე… არაფერზე არ გვილაპარაკია“, – ამბობს ბოკერია.
გამოცემასთან საუბრისას იგივე განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ზურაბ აბაშიძემ. მან ბოკერია-გაბაშვილის და მისი კაფეში ყოფნა დაადასტურა, თუმცა, მისი თქმით, მათ შორის არანაირი საუბარი არ შემდგარა.
ექსპერტი სოსო ცინცაძე „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ თანამშრომლობას არ გამორიცხავს. მისი თქმით, პოლიტიკურმა ისტორიამ უამრავი მსგავსი დატოვა.
„პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია. პოლიტიკურმა ისტორიამ უამრავი მაგალითი დაგვიტოვა იმისა, რომ მოსისხლე მტრები, რომლებიც ერთმანეთს ფიზიკურად ებრძოდნენ, შერიგებულან და ერთად უბრძოლიათ ერთი მიზნისთვის“, – ამბობს ცინცაძე.
ექსპერტი გია ხუხაშვილი კი აღნიშნავს, რომ მათი ალიანსი უფრო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში იქნება შესაძლებელი.

10564874_1014921685202514_1087868859_n

10912678_1014921661869183_715895950_n

10912896_1014921671869182_833468609_n

10913644_1014921681869181_603977481_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები