სულით და გულით ვულოცავ მთელს საქართველოს დღევანდელ დღეს – შობის დღესასწაულს; მინდა, ყველას ვუსურვო სულიერი სიმშვიდე, სიმტკიცე და გაძლიერება, – ასე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას საშობაო წირვის დასრულების შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.
“ძალიან გამეხარდა, რომ პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში შეეხო ოჯახის ინსტიტუტს და ისაუბრა ოჯახის სიმტკიცეზე, მის მნიშვნელობაზე. მიმაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ძლიერება დაფუძნებულია ოჯახის სიძლიერეზე,”- განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საზეიმო წირვის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად საპატრიარქოს ეწვია და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დამდეგი შობა პირადად მიულოცა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=xQClCNA5lH0″ width=”560″ height=”315″]