მენაშენეების კონკურსის მეორე ეტაპი გამოცხადდა
2014 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მენაშენეებისაგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის თაობაზე კონკურსის მეორე ეტაპი გამოაცხადა.
კონკურსის დასრულების ვადად 2015 წლის 31 იანვარი განისაზღვრა.
სამინისტროს 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან კონკურსისათვის გამოყოფილი მაქსიმალური ფინანსირების ზღვარი16 მილიონი ლარით განისაზღვრა.
კონკურსი ერთდროულად სამინისტროსა www.mra.gov.ge და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს www.procurement.gov.ge ოფიციალური ელექტრონული გვერდების საშუალებით გამოცხადდა.
სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო კომისიის 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მენაშენეებისაგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვაზე გამოცხადებული კონკურსის პირველ ეტაპზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „სახლი დიღომში“-ს საკონკურსო წინადადება.
აღნიშნული საკონკურსო წინადადება გულისხმობს დიდ დიღომში მდებარე ტერიტორიაზე დასრულებულ და ექსპლუატაციში შესულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში განთავსებული ერთი სამოთახიანი და სამი ოთხოთახიანი ბინის შესყიდვას.