მოსკოვში მოსისხლე მტრები, „კანონიერი ქურდები“ შერიგდნენ

მოსკოვში ორი მოსისხლე მტრის, ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდების“ „იზმაილოვების“ ლიდერის სერგეი აქსიონოვის და ზაქრო (შაქრო) კალაშოვის შერიგება შედგა. მათ შორის დაპირისპირება 90-იან წლებში ციმბირის ალუმინის აქტივებზე კონტროლის დაწესების საფუძველზე დაიწყო და დასრულდა რუსეთში ყველაზე ძლიერი კრიმინალური ჯგუფების ლიდერების „ლუჩოკის“ „მიხასის“ და „პოტაპის“ შუამდგომლობით.
ამბობენ, რომ 21 საუკუნის დასაწყისში შაქრო კალაშოვს რუსეთის დატოვება სწორედ ამ კონფლიქტმა აიძულა, რადგან ის შიშობდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო. კალაშოვი რამდენიმე თავდასხმას გადაურჩა, აქსიონოვმა კი საყვარელი ქალი დაკარგა. მუდმივი გარჩევების გამო, ამ კონფლიქტმა ქურდული სამყაროს წარმომადგენლები საგონებელში ჩააგდო, რადგან მათ შემოსავალი დააკლდათ.
დაპირისპირებები 2006 წელს შეწყდა, თუმცა, საბოლოო წერტილის დასმას შაქრო კალაშოვის დაკავებამ შეუშალა ხელი.
რუსული პრესა წერს, რომ ის, თუ ვის ინტერესებს დაიცავდა კალაშოვი მოსკოვში გათავისუფლების შემდეგ უცნობი იყო. ასევე გაურკევევლი იყო, სად მოხდებოდა მისი დეპორტაცია – რუსეთში თუ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, შაქრო რუბლიოვკაზე მდებარე საკუთარ სასახლეში განმარტოვდა, ცხადი იყო, რომ კრიმინალი, ისევე როგორც სხვები „დედ ჰასანის“ მკვლელობაში სოხუმელ და ქუთაისელ ქურდებს დაადანაშაულებდნენ. შაქრომ მერაბ ჯანგველაძის ძმას, ლევანს შეხვედრაზე არაერთხელ უარი განუცხადა. შაქრო კალაშოვის სერგეი აქსიონოვთან შერიგება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით შაქროსთვის, რადგან ეს შერიგება აქტიური მოქმედებებისთვის მას ხელფეხს უხსნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები