ადრიატიკის ზღვაში, ბორანზე გარდაცვლილთა შორის ქართველები არ არიან
СNN-ის ცნობით, ადრიატიკის ზღვაში, ცეცხლმოკიდებულ ბორანზე მყოფი ყველა მგზავრი ევაკუირებულია. გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 მიაღწია, თუმცა მათ შორის არ იმყოფებიან ქართველები.
როგორც იტალიაში საქართველოს ელჩი, კახა სიხარულიძე ამბობს, მათ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ცეცხლმოკიდებულ ბორან “ნორმან ატლანტიკზე” მყოფი საქართველოს რვა მოქალაქიდან ექვსი ქ. ბარის კლინიკაშია გადაყვანილი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროზე, იტალიურ ბორან “ნორმან ატლანტიკს” ცეცხლი გუშინ გაუჩნდა. ბორტზე 478 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის – 8 საქართველოს მოქალაქე.