ქართველ ”კანონიერ ქურდს”- 26 წლის გიორგი ბურდულს სნაიპერმა ესროლა

 

   იტალიაში ერთი წლის წინ „კანონიერ ქურდად“ მონათლულ გიორგი ბურდულს, იგივე ”გიგა დიდუბსკის” თავს სნაიპერი დაესხა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლეს. რუსული საინფორმაციო საშუალება ”პრაიმ კრაიმი” იუწყება, რომ ამ წუთებში ბურდული კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
26 წლის ”კანონიერ ქურდმა” ქ. თბილისში, დიდუბეში მდებარე 155-ე საშუალო სკოლა დაამთავრა. რამდენიმე წლის წინ ის თბილისში იხდიდა სასჯელს. ერთი წლის წინ მისი კურთხევა ცნობილი კრიმინალური ვტორიტეტის, ვაჟა ბიგანიშვილის ხელდასმით მოხდა. დღეს ბურდული მერაბ ჯანგველაძის კლანში მოიაზრება, რომელსაც აქტიური კონფლიქტი აქვს რუსეთში მოქმედ ე.წ “ჰასანის” კლანთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები