გოგა ხაინდრავა: გავარტყი მე ეგეთ დემოკრატიას!
„საქართველოში აღარც ამერიკული და აღარც რუსული ენერგეტიკა აღარ იქნება“, – ასე ეხმაურება რეჟისორი გოგა ხაინდრავა კოალიცია „ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს გაზეთ „ალიასთან” საუბარში.
„ის, რასაც დათო ბერძენიშვილი აკეთებს, მაგას ოპოზიცია ჰქვია. როცა იძახი, მთავრობას ტყავს გავაძრობო, კი მაგრამ, ეს შენი მთავრობა არ არის, შე კაი დედმამიშვილო?! მაგ კოალიციის წევრი არ ხარ?! მაგათაც თავისუფალი დემოკრატებივით” გამოსდით, ოპოზიციაში კი გადავედით, მაგრამ პარლამენტში თანამდებობებს ვერ დავთმობთო, ასე არიან „რესპუბლიკელებიც”, კოალიციაში კი არიან, მაგრამ ოპოზიციონერობენ, თან ამერიკისკენ აქვთ უკანალი მიტრიალებული და იქიდან შესდით ენერგეტიკა, მაგრამ საქართველოში აღარც ამერიკული და აღარც რუსული ენერგეტიკა აღარ იქნება, თუ ვინმესთვის ქართული ენერგეტიკა იგივეა, რაც რუსული, ეს მისი პრობლემაა”,- აცხადებს ხაინდრავა. შეკითხვაზე, თუ რატომ გაერთიანდნენ „რესპუბლიკელები”, „ნაციონალები” და „თავისუფალი დემოკრატები” ღარიბაშვილის წინააღმდეგ? ხაინდრავა პასუხობს: „მეც ეგ მაინტერესებს, რა უნდათ?! მაგათი ვერაფერი გავიგე, ახლა ვეკითხები მათ, რატომ ხერხავთ იმ ტოტს, რომელზეც სხედხართ? წარმოიდგინეთ, რამხელა დარტყმები ხდება შიგნიდან თუ გარედან, ვისაც არ ეზარება და ვისაც მთელი ცხოვრება ხმა არ ამოუღია, ვისაც ხელი არ გაუშვია სააკაშვილის ერთ ორგანოზე, ყველა მაგათ აგინებს და ლანძღავს. ამის მიუხედავად, ქვეყანა რთულად, მაგრამ მაინც წინ მიდის. თუ ევროპისთვის დემოკრატიაა ის, რომ ბოროტმოქმედ, ძებნილ სააკაშვილს, მოქმედ პრეზიდენტზე წინ დასვამ ევროპარლამენტის დარბაზში, გავარტყი მე ეგეთ დემოკრატიას! ვისაც ჰგონია, რომ ბრიუსელსა და ვენაში, ვაშინგტონში ან მოსკოვში გადაწყდება საქართველოს ბედი, მინდა ვუთხრა, აქ მოუწევთ ხალიჩაზე გამოსვლა, ქართველი ხალხი იქნება გადამწყვეტი და აქ ვიჭიდავებთ, ამ მოედანზე!”- აცხადებს ხაინდრავა „ალიასთან” ინტერვიუში.