“აჭარაბეთის“ თანამშრომლებმა 20 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

თვითმკვლობის ფაქტი სლოტ – კლუბ „აჭარაბეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. “კვირას“ ინფორმაციით, ყაზბეგის რაიონის მკვიდრი 20 წლის მამაკაცი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, „აჭარაბეთის“ დაცვის თანამშრომელმა შენობის გარეთ, იქ სადაც, გასათამაშებელი მანქანებია განთავსებული აღმოაჩინა.
„კვირას“ ინფორმაცია სლოტ – კლუბის მენეჯერმა ეკა კოტრიკაძემ დაუდასტურა. „ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩამომხრჩვალი იპოვეს, სლოტ – კლუბში არ ყოფილა. ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რადგან აღნიშნული პიროვნება ვიდეოკამერების გაშიფვრის შედეგად არსად დაფიქსირებულა“, – აღნიშნა ეკა კოტრიკაძემ.
შემთხვევა გუშინ დილით, გამთენიისას, მოხდა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები