რა ეტაპზეა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება? – მთავარი პროკურორის განცხადება

რა ეტაპზეა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება? ბოლოს და ბოლოს, მიიღებს თუ არა საზოგადოება პასუხს კითხვაზე, რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს? ხომ არ დადგენილა ყოფილი პრემიერის ცხედრის ექსჰუმაციის თარიღი? – აღნიშნულ კითხვებზე “კვირი პალიტრასთან“ წერილობით ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი პასუხობს.
მთავარი პროკურორი კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოავლინა.
„წინა ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე წლების განმავლობაში ფაქტობრივად არ გამოუძიებია. დღეს გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ეს მარტივი არ არის, რადგან ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრები – ხარშილაძე და ძაძამია, ასევე, ექსპერტი ჩაჩუა, რომელთა ქმედებებსაც წინა ხელისუფლებამ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ გამოავლინა არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებზეც, ბუნებრივია, ამჟამად ვერ ვისაუბრებ. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სრულად არიან ინფორმირებულნი ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ოჯახის წევრები. ისინი ჩართულნი არიან გამოძიების მიმდინარეობაში“, – აცხადებს გიორგი ბადაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები