„მშვიდობით, თემურ“! – პრემიერა თავისუფალი თეატრის სცენაზე
9 ივლისს, 19:00 საათზე, თავისუფალი თეატრის სცენაზე, კომედიის „მშვიდობით, თემურ“! პრემიერა გაიმართება.
„კომედია ერთ მოქმედებად, რომელიც გაგაცინებთ, დაგაფიქრებთ და გულგრილს არ დაგტოვებთ. ეს არის დრამატული და, ამავდროულად, კომედიური ნაწარმოები, რომელიც გვაფიქრებინებს თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ და იდეურ თავისებურებებზე. საქართველო 2020-იანებში, სადაც აბსურდი რეალობას აღემატება“, – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეჟისორი: ზურაბ გეწაძე;
პიესის ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი;
მხატვარი: გვანცა ჯავახიშვილი;
მუსიკალური გაფორმება: ზურაბ გეწაძე;
ტექნიკური რეჟისორი: რუსუდან შოშიტაიშვილი.
მონაწილეობენ: ვატო სანიკიძე, მარიამ მღებრიშვილი, მაშიკო თვალაბეიშვილი, ირაკლი ჯიშკარიანი, ვანო თარხნიშვილი, ნინი ურუმაშვილი, კახა მიქიაშვილი, კესო დვალიშვილი, ნინა შონია.
სპეციალური მოწვევით: ნიკოლოზ წულუკიძე.