თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა (ვიდეო)
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ რიზეში, არდეშენის რაიონში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მსუბუქი ავტომობილი ბარიერებს შეეჯახა, რომლის ნაწილებიც მანქანის სალონში შევიდა და მგზავრები დააზიანა. ავტომობილს 40 წლის გიორგი ფანცხავა მართავდა, ის ადგილზე გარდაიცვალა. შეჯახების შედეგად დაშავდა მგზავრიც, ნუგზარ ბრეგაძე.
მომხდართან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცველები გამოძიებას აწარმოებენ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=XwIav5PE8jw” width=”560″ height=”315″]