ელიავას ბაზრობაზე ხანძარს 8 სახანძრო მანქანა ებრძოდა

  ხანძრის შედეგად ელიავას ბაზრობის რამდენიმე ბოქსი განადგურდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ საგანგებო და სამაშველო სამსახურის მორიგე ოპერატორმა განუცხადა, ცეცხლი ერთ-ერთ ბოქსში გაჩნდა, რის შედეგადაც იქვე მყოფ ბოქსებზეც გავრცელდა.
მისივე თქმით, ხანძრის შედეგად ელიავას ბაზრობის 100-150 კვ.მეტრი ფართობი განადგურდა.
შემთხვევა საღამოს 18. 27 წუთზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო 8 ბრიგადა იყო მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები