ხანძარი თბილისში – გარდაიცვალა გოგონა, მისი სამი ძმა კი მძიმედ დაშავდა
თბილისში ხანძრის შედეგად 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო და სამაშველო სამსახურში განუცხადეს.
შემთხვევა, წუხელ გვიან ღამით ისნის რაიონის ტერიტორიაზე, საექიმის ქუჩაზე არსებულ სამხერდო ჰოსპიტალის ძველ შენობაში მოხდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შენობაში დევნილები ცხოვრობენ.
„კვირას“ ინფორმაციით, ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად, მრავალშვილიანი ოჯახის ერთ-ერთი წევრი გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენები 3 მცირეწლოვანი ბიჭი იაშვილის სახელობის კლინიკაშიი არიან მოთავსებულები.
შემთხვევის შედეგად, დაშავებულია გარდაცვლილი ბავშვის მამაც, რომელსაც წუხელ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ.