პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოიძახეს
ქუთაისში პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოიძახეს. ჯერჯერობით ექიმები შენობაში არ შესულან. უცნობია სჭირდება თუ არა რომელიმე დეპუტატს სამედიცინო დახმარება.
დღეს დეპუტატები პარლამენტში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. რამდენიმე დეპუტატმა ერთმანეთს მიკროფონი ჩაარტყა თავში.