ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)
პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მან არაკორექტული სიტყვები გამოიყენა, რამაც დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია.
სოსო ჯაჭვლიანს, დავით ლორთქიფანიძესა და აკაკი ბობოხიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი ჩაერთო. მანდატურები ვერ ახერხებენ მათ გაშველებას, პარლამენტის თავმჯდომარემ კი სხდომა რამდენიმე წუთით გადადო.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=zl3nn-8lrCY” width=”560″ height=”315″]