ბათუმში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხეს წუხელ ხანძარი გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნაძვის ხეს ცეცხლი იმ დროს მოედო, როცა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ევროპის მოედანზე იმყოფებოდა და ნაძვის ხეს ფოტოებს უღებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ელექტრო სადენებიდან გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა მალე მოახერხეს.
25 დეკემბერს 21:30 წუთზე ევროპის მოედანზე ნაძვის ხის საზეიმო ანთებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბათუმის მერი გიორგი ემაკოვი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და რეგიონის მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები