ტენდერებს თანამდებობის პირების კომპანიები იგებენ – “გამჭვირვალობა” კვლევას აქვეყნებს

ტენდერებს მაღალი თანამდებობის პირების კომპანიები იგებენ, ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ახალი კვლევის შედეგები.
არასამთავრობოს ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის გამოცხადებულ ტენდერებში მროლოდ მაღალი თანამდებობების საკუთრებაში მყოფი კომპანიები იმარჯვებდნენ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყების მიერ სამშენებლო სამუშაოებზე დახარჯულმა თანხამ 2013-2014 წლის ბოლომდე 346.5 მილიონ ლარამდე შეადგინა.
შესყიდვების დიდი უმრავლესობა კი კონკურენტული ტენდერების მეშვეობით განხორციელდა. გამარჯვებულებს შორის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დავით გალეგაშვილის და პარლამენტის წევრის სერგო ხაბულიანის მფლობელობაში მყოფი კომპანიებიც არიან. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013-2014 წლებში 400 გამოცხადებული ტენდერიდან 126 შემთხვევაში უმნეტესად ერთმა და იგივე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შპს “კავკასენერგომ”, რომელიც ტენდერის ერთ-ერთი გამარჯვებულია, 2014 წლის ივნისში “ქართულ ოცნებას” 30 000 ლარი შესწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები