ხიდაშელი, ბერძენიშვილი, მაღრაძე და სხვები თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს თავდებში უდგებიან
თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს პარლამენტარების ნაწილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები თავდებში უდგებიან.
ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიებით შეცვლის თაობაზე განცხადებას სულ 37 პირი აწერს ხელს.
როგორც “კვირას“ დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატმა ლევან სამუშაიმ განუცხადა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შუამდგომლობას სასამართლოში უახლოეს პერიოდში წარადგენენ. მათ შორის არიან დეპუტატები: გია ცაგარეიშვილი, ზურაბ აბაშიძე, ანი მიროტაძე, შალვა კიკნაველიძე, ვიქტორ დოლიძე, ირაკლი ჩიქოვანი, თამაზ შიოშვილი, თემურ მაისურაძე, მალხაზ ვახტანგაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, ნოდარ ებანოიძე, თინა ხიდაშელი, დავით ბერძენიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, შალვა შავგულიძე, ნინო გოგუაძე, დავით ონოფრიშვილი, გიგილა აგულაშვილი, ასევე საზოგადოების ცნობილი სახეები: ელდარ შენგელაია, ვახტანგ კახიძე, ჯემალ სეფიაშვილი, რატი ამაღლობელი, დავით მაღრაძე, გიორგი ხოშტარია, ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, კოტე ჯანდიერი, გია ყარყარაშვილი, ნანა შონია, ბასა და თამარ ფოცხიშვილები, მიხეილ ყაველაშვილი და თამაზ ჯოლოგუა. მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები მიმდინარე წლის ოქტომბერში დააკავა. მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.