ალექსანდრე გრიგოლაშვილს დღეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ
უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს ალექსანდრე გრიგოლაშვილს დღეს ქუთაისში დაკრძალავენ. დაღუპულის ცხედარს დილით ხარების ეკლესიაში დაასვენებენ, დაკრძალვის ცერემონია კი 15:00 საათზე დაიწყება. უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ოჯახის სურვილით, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ალექსანდრე გრიგოლაშვილს უკანასკნელ გზაზე უკრაინიდან ჩამოსული მეგობრებიც გააცილებენ, რომლებიც უკვე ქუთაისში იმყოფებიან. 32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა. ის უკრაინაში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, გრიგოლაშვილი აიდარის სადაზვერვო ქვედანაყოფს მეთაურობდა.