ირაკლი ალასანია: პატრიარქის ღვაწლი ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე უდიდესია
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი,“თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია პარტიის სახელით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ინტრონიზაციის 37-ე წლისთავს ულოცავს.
“დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაციის 37-ე წელი შესრულდა. „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით მინდა მივულოცო პატრიარქს ეს დღე, ვუსურვო ჯამრთელობა და დღეგრძელობა. ილია მეორის ღვაწლი ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე უდიდესია“,-აღნიშნულია ირაკლი ალასანიას მილოცვაში.