გარდაბანში გარდაცვლილი ცოლ – ქმარი აბაზანაში მცირეწლოვანმა შვილებმა აღმოაჩინეს

უბედური შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში. ახალგაზრდა-ცოლ ქმარი ანუკა შიოშვილი და დათო გუგუშვილი, საკუთარი სახლის აბაზანაში, მცირეწლოვანმა შვილებმა გარდაცვლილები ნახეს. წინასწარი ინფორმაციიით, ცოლ-ქმარი გარეგნული დათვალერების შედეგად, ბუნებრივი აირის წყლის გამათბობლიდან გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ.
მეზობლების თქმით, გარდაცვლილები პირველად შვილებმა ნახეს და იქვე მცხოვრებ ბებია-ბაბუას გააგებინეს. გარდაცვლილებს ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. უბედური შემთხვევა კვირას, 21 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები