თბილისში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულებისას მუშა გარდაიცვალა

თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს, უბედური შემთხვევის შედეგად, მუშა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მუშა თხრილში ჩავარდა. გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს თბილისის მერი დავით ნარმანია. მისი თქმით, თბილისის მერია ოჯახს სრულად გაუწევს სარიტუალო მომსახურების  ხარჯებს.
“საგზაო სამუშაოების დროს სამწუხარო შემთხვევა მოხდა. კონტრაქტორი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაიღუპა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ეს ცუდი ფაქტია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის ფხიზლად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, რათა მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები