დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილას კვერცხს დებენ

  დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილას კვერცხს დებენ – ამის შესახებ გაზეთი “ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, რკინის კონსტრუქციის კვერცხი სასტუმრო “ბლუ-ივერიას“ წინ დაიდება, სადაც „ვარდების რევოლუციის“ მოედნიდან მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი გზის სადგური განთავსდება.
“დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილას კვერცხს დებენ! რკინის კონსტრუქციის კვერცხი სასტუმრო “ბლუ-ივერიას“ წინ დაიდება, სადაც “ვარდების რევოლუციის“ მოედნიდან მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი გზის სადგური განთავსდება. როდესაც მიწის ის ფართი შემოიღობა, სადაც საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოს – დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა, თბილისელების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ეგონათ, დავით მეფეს თბილისის ცენტრს უბრუნებდნენ, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, აქ რკინის კვერცხში განთავსებული საბაგირო სადგური დაიდგმება, ხოლო თბილისის ცენტრიდან მთაწმინდის პარკამდე გადაჭიმული ბაგირი მათრახივით გადაეჭირება დედაქალაქ თბილისს “,- წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები