„ევროპა ბევრად უფრო დიდი პერსპექტივის მქონე რეგიონია საქართველოსთან ერთად“

ევროპა ბევრად უფრო დაცული, უფრო განვითარებული და უფრო დიდი პერსპექტივის მქონე რეგიონია საქართველოსთან ერთად – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტმა საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცა ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. მისივე თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს ევროპასთან უფრო ახლოს აყენებს.
„მე მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი რეზოლუციის მიღება, რადგან ეს რეზოლუცია საქართველოს უფრო ახლოს აყენებს ევროპის კავშირთან. მე მინდა ასევე ევროპელ კოლეგებს, მივულოცო ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ევროპა ბევრად უფრო დაცული, ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო დიდი პერსპექტივის მქონე რეგიონია საქართველოსთან ერთად, მე ეს მჯერა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები