საგარეო საქმეთა სამინისტრო: მიხეილ სააკაშვილს დიპლომატიური პასპორტი დღემდე აქვს

საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დიპლომატიური პასპორტი დღემდე აქვს – ამის შესახებ „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილი დიპლომატიური პასპორტით დღემდე სარგებლობს და მისთვის პასპორტი არავის გაუუქმებია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში ყოფნისას აღნიშნა, რომ მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპრეზიდენტო პასპორტი გაუუქმა. მისი თქმით, საპრეზიდენტო პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაუუქმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პასპორტი მთელი ცხოვრება ეკუთვნოდა.
“მე ჩამოვედი სტრასბურგში მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიაში მითხრეს, თურმე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩემი საპრეზიდენტო პასპორტი გაუუქმებია. თუმცა, კანონით პრეზიდენტს ეკუთვნის მთელი ცხოვრება ეს პასპორტი. აეროპორტის თანამშრომლებმა უბრალოდ გამიღიმეს და მითხრეს- ნუ, რას ვიზამთ ასეთი მთავრობა გყავთ, შეგიძლიათ, გაიაროთო”, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მსგავსი საქციელი ევროპაში დიდი ხანია, არავის უნახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები