ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე რეზოლუციას მხარი 638 დეპუტატიდან 491 -მა დაუჭირა, წინააღმდეგი კი – 84 დეპუტატი წავიდა, 63-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მიზნით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რუსეთს კი მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება. დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს სასამართლო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების შტოები ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, გამოძიების დროს კი პოლიტიკური მოტივაცია გამოირიცხოს.
საქართველოს შესახებ რეზოლუცია მომხსენებელ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა.