“რატიფიცირების შემდეგ შესაძლებელი გახდება მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალ მიმოსვლაზე, ევროკავშირის სრულ წევრობაზე“

მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი მოახდენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, შესაძლებელი გახდება, დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალ სავიზო მიმოსვლაზე, საქართველოს სრულ წევრობაზე ევროკავშირში. ამის შესახებ საქართველოს თემაზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა ანდრეს მამიკინსმა ევროპარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“დღევანდელი დღე ისტორიულია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ძალიან კარგი სამუშაო გატარდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი მოახდენს ხელშეკრულების რატიფიცირებას, ჩვენ შევძლებთ დავიწყოთ მოლაპარაკებები თავისუფალ სავიზო მიმოსვლაზე და ასევე საქართველოს სრულ წევრობაზე ევროკავშირში. რამდენადაც თქვენ იცით, ევროკავშირის ფილოსოფია გაფართოებაა. საქართველო კი ევროპული ქვეყანაა და ევროპული ცივილიზაციის ერთ- ერთი აკვანია”, -განაცხადა მამკინსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები