გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა
გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტარებს რეზოლუციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაფიქსირებისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტის თქმით, რეზოლუციაში ბევრ მნიშვნელოვან საკითხზეა საუბარი. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის ასახვა რეგიონში სტაბილიზაციის კუთხით მნიშვნელოვანია.
“მე მინდა, რომ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ევროპარლამენტარებს ამ რეზოლუციის მიღებისთვის. ამ რეზოლუციაში საუბარი არის ბევრ საკითხზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და ტერიტორიულ სუვერენიტეტზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა გააფორმა ე.წ. ხელშეკრულება აფხაზეთთან და ძალიან დიდი მადლობა, რომ რეზოლუციაში ეს მომენტი აისახა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რეგიონში სტაბილიზაციისთვის, ასევე ჰუმანიტარულ მომენტებზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.