„ევროპარლამენტის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტში შერჩევით სამართალთან დაკავშირებით მხოლოდ რეკომენდაციებია გამოთქმული“
ევროპარლამენტის წევრისა და მომხსენებლის საქართველოს საკითხზე ანდრს მამიკინსის განმარტებით, ევროპარლამენტის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტში შერჩევით სამართალთან დაკავშირებით მხოლოდ რეკომენდაციებია გამოთქმული. როგორც მიმიკინსიმ ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროპარლამენტი ამ ფორმით საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, იზრუნოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე.
“ეს მხოლოდ რეკომენდაციებია და ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე იზრუნოს. ეს კარგია საქართველოსთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ევროკავშირისთვის“, – განაცხადა მამიკინსმა.
ცნობისთვის, ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტის რატიფიცირებამდე ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუციაც უნდა მიიღოს.