ეკა ბესელია: პროკურატურა ინსტიტუციურად უნდა გაძლიერდეს

პროკურატურის რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურ კოორდინაციაში იქნება საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
დეპუტატის შეფასებით, პროკურატურა ინსტიტუციურად უნდა გაძლიერდეს და მოხდეს მისი ფუნქციის უფრო მკვეთრად და მკაფიოდ ჩამოყალიბება.
“ჩვენ მივიჩნევთ, რომ უნდა განგვეხორციელებინა შს სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმა. ამის პირველი ეტაპი დავიწყეთ, როცა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა “პოლიციის შესახებ” კანონში. ასევე პროკურატურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით მოხდა მისი ინსტიტუციური გამიჯვნა. ეს იყო რეფორმის პირველი ეტაპი. ახლა იგეგმება მეორე ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მკაფიოდ მოხდება პროკურატურის ფუნქციების, მისი როლის განსაზღვრა – იქნება ის ინსტიტუციურად აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ სხვა ადგილას. ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია”, – აცხადებს ეკა ბესელია.
საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უწყების რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის დავალება მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები