ირაკლი ღარიბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს პროკურატურის რეფორმირების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არჩილ კბილაშვილის ორგანიზაციამ პროცესში ჩართვის სურვილი უკვე გამოთქვა.
“თუ რომელი მოდელისკენ წავალთ, ეს უნდა გვაჩვენოს მუშაობის პროცესმა. გამოიკვეთება სხვადასხვა აზრი. დღეს კონკრეტულ მოდელებზე საუბარი არის ნაჩქარევი. მთავარია, ჩამოყალიბდეს ინსტიტუციურად დაბალანსებული მოდელი, რომლის ფარგლებშიც პროკურორთან ნეიტრალიტეტი ინსტიტუციურად უზრუნველყოფილი და დაცული იქნება ანგარიშვალდებულების პრინციპი. საუბარია იმაზე, რომ პროკურორი კიდევ უფრო დამოუკიდებელი გახდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული. ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, იგივე არჩილ კბილაშვილის ორგანიზაცია მუშაობს ამ საკითხზე. მე მქონდა მათთან კონსულტაცია და ისინი ჩართულნი არიან ამ პროცესში. მინდა სხვა არასამთავრობოებსაც საჯაროდ მივმართო ამ წინადადებით – ყველას, ვინც დაინტერესებული იქნება ამ საკითხით, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუღოთ კარი, მოვისმინოთ მათი აზრები, რომ ყველაზე უკეთესი, კარგად დაბალანსებული მოდელი შევიმუშაოთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები