გიორგი მარგველაშვილთან ერთად სტრასბურგში თამარ ბერუჩაშვილიც გაემგზავრება

პრეზიდენტთან ერთად სტრასბურგში თამარ ბერუჩაშვილიც გაემგზავრება. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც დაესწრება. ამის შესახებ “კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. “საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი სტრასბურგში გაემგზავრება და დაესწრება ევროპარლამენტის სესიას, რომელზეც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოხდება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ევროპარლამენტის მხრიდან გამოხატულ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას. საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გაემგზავრება”, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები