ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტის სტრასბურგში გამგზავრებას მიესალმება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების რატიფიცირებაზე დასწრების თაობაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება. მისი შეფასებით, მარგველაშვილის მხრიდან ეს არის დროული და სწორი გადაწყვეტილება.
„მე მივესალმები პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, მის სტრასბურგში წაბრძანებას და რატიფიკაციაზე დასწრებას. ეს მისი მხრიდან არის სწორი და დროული გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფო მეთაურს, წარმომადგენლობითი უფლებით აღჭურვილ პირს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები