“სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა და უფლება აქვს, თავისი დამოკიდებულება გამოხატოს“
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა და უფლება აქვს, თავისი დამოკიდებულება გამოხატოს. მისივე თქმით, ხვალ არის მნიშვნლოვანი დღე, როდესაც იურიდიულად უნდა დადასტურდეს საქართველოს ევროკავშირისადმი სწრაფვა.
„რაც შეეხება საკითხს, ვინ დაესწრება ამ ღონისძიებას, ეს, ძირითადად, საპარლამენტო საქმიანობის სფეროა. როგორც ვიცით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საქართველოში არ არის და ის ვერ დაესწრება მას, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოდან ვინმე სხვა უნდა წასულიყო, ან საქართველო სათანადოდ არ არის წარმოდგენილი,“ – განაცხადა კორძაიამ.