“საქართველოს რიგის სამიტზე ვიზის ლიბერალიზაციის შანსი აქვს”

საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი შესაძლოა, რიგის სამიტზე მიიღონ.
ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. როგორც რინკევიჩსმა, “რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას განაცხადა, რიგის სამიტზე, რომელიც მომავალი წლის მაისში გაიმართება, უკრაინასაც და საქართველოსაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღების შანსი აქვთ. ქვეყნებს მსგავსი რეჟიმის მიღების მიზნით, შესაბამისი რეფორმების გატარება ევალებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები