ბუკია ონოფრიშვილზე: იმის გამო, რომ მისი ლიდერი ოპოზიციაში გადავიდა, ბიუჯეტს არ დაუჭირო მხარი, გაუგებარია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიგა ბუკია საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, დავით ონოფრიშვილის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არ დაუჭირა დავით ონოფრიშვილმა ბიუჯეტს მხარი, როდესაც მის მიმართ თეორიული შენიშვნები არ დაუფიქსირებია.
„ძალიან გასაკვირია, რომ ონოფრიშვილმა მხარი არ დაუჭირა ბიუჯეტს. ბიუჯეტზე მუშაობა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თავის დროზე, წინასწარ ის კმაყოფილი იყო ბიუჯეტით – მხარდაჭერა გამოუცხადა ბიუჯეტს ე.წ. მეორე მოსმენისას. მას არ დაუფიქსირებია რაიმე პრეტენზია, რაც თეორიულად შეიძლება ჰქონოდა. ბოლოს, როდესაც უკვე ბიუჯეტის კენჭისყრაზე მიდგა საკითხი, მან ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა. გაუგებარია მისი პოზიცია. ჩვენ მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ რამდენად სამართლიანი იქნება ის ამ კომიტეტის მმართველობის დროს? იმის გამო, რომ შენი ლიდერი ოპოზიციაში გადავიდა, ამ დროს ასეთი პოზიცია დაიკავო და ბიუჯეტს არ დაუჭირო მხარი, გაურკვეველია“,- განაცხადა გიგა ბუკიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები