კახა კალაძე: ამ ეტაპზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საშიშროებას ვერ ვხედავ
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამ ეტაპზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საშიშროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ბოლო დროს გავრცელებული მოსაზრებების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც შესაძლოა, ცოტა ხანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს.
“იმდენად სწრაფად ვითარდება პოლიტიკური მოვლენები, ცოტა გამიჭირდება ვთქვა, შესაძლებელია თუ არა უახლოეს მომავალში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ ეტაპზე ამის საშიშროებას ვერ ვხედავ. ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. მთავრობა, პარლამენტი მუშაობს. თუ რაიმე ცვლილება იქნება, შესაბამისად, ცნობილი გახდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.