დავით სუჯაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, დავით სუჯაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა. როგორც „კვირას“ საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოდან აცნობეს, საუბარი რეგიონში საგარეო უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ფარგლებში, პრიორიტეტული საკითხების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე განისაზღვრა 2015 წლის მნიშვნელოვანი ღონისძიებების გეგმა. საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრისას, უწყებებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები