საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ორი წლით გახანგრძლივდა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის პერიოდი კიდევ ორი წლით გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ გვერდზე განთავდა.
“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, ევროკავშირის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის კონკრეტულ მხარდაჭერას ახორციელებდა. ევროკავშირის ქვეყნები მტკიცედ უჭერეს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.
სადამკვირვებლო მისია მუშაობის პროცესს 2016 წლის 14 დეკემბერს დაასრულებს.