ევროპის საბჭო საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ახანგრძლივებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში 2016 წლის 14 დეკემბრამდე დარჩებიან. საქართველოში მუშაობის კიდევ 2 წლით გაგრძელების თაობაზე რეზოლუცია ევროპის საბჭომ დღეს მიიღო. ინფორმაციას სააგენტო „იტარ-ტასი,“ ევროკავშირის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას კიდევ 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინმა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 200 -მა შეუიარაღებელმა დამკვირვებელმა საქართველოში მუშაობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები