„ევროკავშირის რეკომენდაციების სახელით ბევრი მანიპულირებს“

„ასოცირების ხელშეკრულება რატიფიცირებული იქნება. ეს გარდაუვალი იყო. კარგია, რომ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ევროპარლამენტში, ამ საკითხს პოლიტიკური სპეკულირების საგნად არ აქცევენ“,- აღნიშნული განცხადება პარლამენტის დეპუტატმა, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ჩიქოვანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის რეზოლუციაც, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების რატიციფირების შემდგომ მიიღება.
„მნიშვნელოვანია ის რეზოლუციაც, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების რატიციფირების შემდგომ მიიღება. არის გარკვეული შესაძლებლობა, რომ გარკვეული დონით დაიჩრდილოს ეს რატიფიცირების საკითხი, თუმცა ვთვლი, რომ სრულიად სხვადასხვა დონე და სხვადასხვა სიმძიმის საკითხია. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ძალისხმევა, რომ მოვახერხოთ და საერთაშორისო თანამეგობრობაში გავფანტოთ ნებისმიერი ეჭვი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის საფრთხეს. ამ პროცესს ახასიათებს ის, რომ ხშირად ბევრი მანიპულირებს ევროკავშირის სახელით, იმით, რომ შეიძლება იყოს ევროკავშირის რაღაც რეკომენდაცია, შემდეგ ხდება გარკვეული რეფორმების გატარება და რეალურად ამას არ შეესაბამება და საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მითები იქმნება. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი“,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები