საპარლამენტო კომიტეტების წევრთა რაოდენობა იზრდება
საპარლამენტო კომიტეტების წევრთა რაოდენობა იზრდება. ამჟამად მოქმედი 15-წევრიანი კომიტეტები პარლამენტის 17 წევრით განისაზღვრება, ხოლო 17-წევრიანი კომიტეტები 19-წევრიანი ხდება.
“საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ” დადგენილების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.
საკითხი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი კახიანმა მოამზადა, რომლის განმარტებითაც, კომიტეტების შემადგენლობის გაზრდის მიზეზი საპარლამენტო ფრაქციებში მომხდარი ცვლილებებია.