წულუკიანი კუბლაშვილზე: მის ფსევდო სიმამაცეს თებერვლის ბოლოს წერტილი დაესმევა

“ახლა გახდა ყველა მამაცი, მაგრამ ამ ფსევდო სიმამაცეს წერტილი დაესმევა თებერვლის ბოლოს, აღნიშნული განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს კოტე კუბლაშვილის მისამართით გააკეთა.
“ახლა გახდა ყველა მამაცი, მაგრამ ამ ფსევდო სიმამაცეს წერტილი დაესმევა თებერვლის ბოლოს. თუმცა მანამდე დროა, მას შეუძლია რეფორმის გზას დაადგეს და გამოსწორდეს და თუ არა, მაშინ რა თქმა უნდა, ის მომავალი თაობების წინაშე აგებს პასუხს. ადამიანს, როცა თანამდებობაზე არ იქნები, საზოგადოებასთან შეხვედრის არ უნდა გრცხვენოდეს, მაგრამ ეს მის სინდისზე იყოს. ჩვენ, მომავალ ხელმძღვანელზე, მე პირადად ძალიან დიდ იმედს ვამყარებ. იმედი მაქვს, ის იქნება რეფორმატორი, რომ ჩვენი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, პარლამენტი, ბატონი უსუფაშვილის მეთაურობით, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ყველა ვიქნებით ერთსულოვანი იმაში, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანდიდატურა (არ ვიცი, წარმოდგენაც არ მაქვს ვინ იქნება, ამ წუთში შიგნით დებატები გახსნილი არ არის) იყოს რეფორმატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვიჭირდება საქართველო დემოკრატიად ჩამოყალიბდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები