საგანელიძე ზღულაძის დანიშვნაზე – როგორც უნდა ვეცადოთ, რომ არ შევიმჩნიოთ, ეს გარკვეულ ხინჯს ურთიერთობებში მაინც გააჩენს

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ საქართველოს შსს ექს მინისტრის ეკა ზღულაძის დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ურიერთობებში გარკვეულ უხერხულობას შექმნის.
“უკრაინა, რომელიც არის ჩემთვის ძალიან საამაყო და საყვარელი მეზობელი ქვეყანა, ნამდვილად იმსახურებს უკეთეს მინისტრებს და ვწუხვარ, რომ ვერ დაინახეს ამხელა მოსახლეობაში მართლა ბევრი ძალიან ღირსეული, ვინც შეიძლება აღიშნულ თანამდებობაზე დაინიშნოს”, – აცხადებს დავით საგანელიძე.
მისივე განმარტებით, „რამდენადაც არ უნდა ვეცადოთ, რომ ეს არ შევიმჩნიოთ, გარკვეულ ხინჯს ურთიერთობებში მაინც გააჩენს,“ – აცხადებს საგანელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები