ირმა ინაშვილი: მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საქართველოს საწინააღმდეგო პლაცდარმს ქმნის

 

   მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საქართველოს საწინააღმდეგო პლაცდარმს ქმნის, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციის“ ეთერში განაცხადა.
ინაშვილის თქმით, ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის კადრები ინიშნებიან.
“მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, რომელიც მან სამ ნაწილად დაშალა, ქმნის პლაცდარმს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მე მიკვრის, რომ ამ საფრთხეს ჩვენ სწორად ვერ ვაანალიზებთ. ამ საფრთხეზე ხელისუფლებამ უნდა იფიქროს. ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაშალა უკრაინა რუსეთის სასარგებლოდ, ეს იქედანაც ჩანს, რომ დღეს მისი კადრები ინიშნებიან უკრაინაში. ჩვენმა სპეცსამსახურებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ უკრაინაში საქართველოს საწინააღმდეგო პლაცდარმი იქმნება”, – განაცხადა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები