ირმა ინაშვილი მიხეილ სააკაშვილს: ყურებით ჩამოგიყვანენ საქართველოში და გაგასამართლებენ

კი არ დაბრუნდები, ყურებით ჩამოგიყვანენ საქართველოში და გაგასამართლებენ, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „ტელეიმედის“ გადაცემა „რეაქციის” პირდაპირი ეთერიდან.
ინაშვილი მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, ნუ იქნება მშვიდად, რადგან მის დასაპატიმრებლად ყველანაირი საფუძველი არსებობს.
„თუ არ დაისჯებიან დამნაშავეები, ნორმალურ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ძალიან ცუდია, რომ ამ ხელისუფლებამ, კონკრეტულად,  პროკურატურამ დაკარგა ორი წელი, როცა საქმეები არ იყო დაძრული. საქმე რომ გადაიგზავნა ინტერპოლში, ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ შესაძლოა, პროცესი დროში გაიჭიმოს. მას გირგვლიანზე აქვს ბრალი წაყენებული, „იმედის” დარბევაზე, მანიფესტაციების დარბევაზე. შეიძლება დადგეს დრო, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვისაც გასამართლდეს, ნუ იფიქრებს სააკაშვილი, რომ გამოძვრება ამ ვითარებიდან,”- განაცხადა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები