თამარ ბერუჩაშვილმა ყაზახ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოში გამართულ მიღებას დაესწრო. ღონისძიება ყაზახეთის დამოუკიდებლობის 23-ე წლისთავის აღსანიშნავად მოეწყო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. გამოსვლაში თამარ ბერუჩაშვილმა ყაზახ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების სამომავლო პერსპექტივებზე.
მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები